07:40 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 15:31:01, 661 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის ელჩი: საქართველომ უნდა შეძლოს რუსეთიდან მომდინარე აგრესიის შეჩერება

საქართველომ უნდა შეძლოს რუსეთიდან მომდინარე აგრესიის შეჩერება, რაშიც აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს ”ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაპტი, ვარშავის სამიტის შემდეგ” მიმდინარეობისას განუცხადა.

როგორც კელიმ აღნიშნა, კონფერენცია იმითაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ მასში საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერები მონაწილეობენ.

,,შეერთებული შტატები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, რა თქმა უნდა, მხარდაჭერას უცხადებს და საქართველოს დემოკრატიულ და წარმატებულ განვითარებას ყველანაირად ხელს შეუწყობს. საქართველომ უნდა შეძლოს რუსეთიდან მომდინარე აგრესიის შეჩერება, რაშიც აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ საქართველოს მყარ მხარდაჭერას ვუცხადებთ. ჩვენ ამ საკითხზე აქტიურად ვთანამშრომლობთ. როდესაც სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თბილისში იმყოფებოდა, ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებას ამ სტრატეგიაზე და მიმდინარეობს მუშაობა ამ შეთანხმების რეალიზებაზე”, - განაცხადა იან კელიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics