|
2016-09-05 13:49:06, 1874 ნახვა
მსოფლიო
ტაჯიკელმა გულმუროდ ხალიმოვმა ISIS-ში თარხან ბათირაშვილის ადგილი დაიკავა
ტაჯიკელი გულმუროდ ხალიმოვი “ისლამური სახელმწიფოს" ახალი საველე მეთაური გახდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია Alsumaria ერაყის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ხალიმოვმა დაჯგუფებაში აბუ ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის ადგილი დაიკავა. როგორც ტელეკომპანია იტყობინება, ხალიმოვი, იგივე ალ-ტაჯიკი, ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმს ხელმძღვანელობდა. ის “ისლამურ სახელმწიფოს” 2015 წლის აპრილში შეუერთდა. ცნობისთვის, ტაჯიკეთში ხალიმოვს სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი, მასზე ძებნაა გამოცხადებული. 2015 წელს ალ-ტაჯიკი აშშ-მა “შავ სიაში” შეიყვანა. ვაშინგტონს ალ-ტაჯიკის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 3 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო აქვს დაწესებული. შეგახსენებთ, რომ “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაახლოებულმა სააგენტო Amaq-მა თარხან ბათირაშვილის იგივე ალ-შიშანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ივლისში გაავრცელა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)