|
2016-09-05 11:04:07, 1900 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინისა და ბარაკ ობამას შეხვედრა მიმდინარეობს
რუსეთისა და აშშ-ის პირველი პირები, ამ წუთებში G20-ის ფარგლებში ერთმანეთს ხვდებიან. შეხვედრა ჩინეთში, ხანჩჟოუს საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში მიმდინარეობს. ხელისჩამორთმევის და პროტოკოლური ფოტოების გადაღების შემდეგ, პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა დაიწყო. პრეზიდენტების შეხვედრას რუსული მხარიდან ვლადიმერ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი, პრეს-ატაშე დიმიტრი პესკოვი და საგარეო უწყების პირველი პირი, სერგეი ლავროვი ესწრებიან. ამერიკული მხარიდან კი, შეხვედრას მხოლოდ სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ესწრება. როგორც დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა, პუტინი-ობამა გუშინაც შეხვდნენ ეთმანეთს, მხოლოდ არაფორმალურად და ფეხზე მდგომები, რამდენჯერმე გამოელაპარაკნენ კიდეც ერთმანეთს. მისივე თქმით, ტეტ-ა-ტეტ შეხვედრის მთავარი თემა, სირიის კრიზისი იქნება. რუსული საინფორმაციო სააგენტოები, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრის ინიციატორი, ბარაკ ობამა იყო.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)