|
2016-09-02 15:24:59, 2274 ნახვა
მსოფლიო
მოლდოვის პოლიციამ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა
კიშინიოვის აეროპორტში, გუშინ მოლდოვის პოლიციამ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოლეგ არშბა დააკავა, მოგვიანებით კი, მისი დეპორტაცია მოახდინა. გავრცელებული ინფორმაციით, არშბა დნეპრისპირეთში მიემგზავრებოდა. ინციდენტთან დაკავშირებით, მოგვიანებით კომენტარი გააკეთა არაღიარებული დნესტრისპირეთის "საგარეო უწყებამ". როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარი ფაქტი მოლდოვის მხარის სისუსტის და პოლიტიკური გაუაზრებლობის შედეგია. "მოლდოვა პრიმიტიული მეთოდებით ცდილობს შეზღუდოს დნესტრისპირეთის საერთაშორისო კონტაქტები", - აღნიშნულია განცხადებაში. განცახდებისვე მიხედვით, დნესტრისპირეთის "მხარემ" არშბას ვიზიტის შესახებ მოლდოვური მხარე საქმის კურსში ჩააყენა, "თუმცა, მათ მაინც გაატარეს რეპრესიული მეთოდები ჩვენი უცხოელი სტუმრის წინააღმდეგ", - ვკითხულობთ განცხადებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კან ტანიამ. მისი თქმით, აღნიშნული ინციდენტი ცხადყოფს იმას, რომ აფხაზეთის "უმაღლესი პირების" წინააღმდეგ მიზანმიმართული და დისკრიმინაციული ხასიათის ქმედებები ხორციელდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)