|
2016-08-31 13:35:01, 1946 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 293-მდე გაიზარდა
იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 293-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, მეხანძრე მაშველებმა ამატრიჩეში, სასტუმრო „რომის“ ნანგრევებში კიდევ 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს. იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დაზარალებულთა დასახმარებლად იტალიის მთავრობამ 50 მილიონი ევრო გამოყო. რენცი მოსახლეობას პირდება, რომ უახლოეს დროში დამატებითი თანხა გამოიყოფა. იტალიის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაზარალებულთა დასახმარებლად მუზეუმების ბილეთების გაყიდვიდან შესულ მთელ თანხას გადარიცხავს. კულტურის მინისტრი მოუწოდებს იტალიელებს, მივიდნენ მუზეუმებში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების მხარდასაჭერად. შეგახსენებთ, რომ 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა 24 აგვისტოს ღამით ცენტრალურ იტალიაში, ქალაქ პერუჯადან სამხრეთ-აღმოსავლეთით მოხდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)