11:15 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 11:44:01, 734 ნახვა

საზოგადოება
ქართველი პარალიმპელები რიოში მიემგზავრებიან

31 აგვისტოს, 09:30 საათზე, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველი პარასპორტსმენების გაცილების ცერემონია გაიმართა. პარალიმპელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ნარმანია შეხვდნენ და წარმატება უსურვეს. სპორტსმენთა პირველი ნაკადი ბრაზილიაში პარალიმპიადაზე საასპარეზოდ 1 სექტემბერს, 03:35 საათზე გაემგზავრება.  

წელს ლიცენზია ხუთმა ქართველმა პარასპორტსმენმა მოიპოვა: პარამშვილდოსნობა - ვანო წიკლაური - გამოვა 10 სექტემბერს, 15.00 სთ; პარაძიუდო - ზვიად გოგოჭური - გამოვა 10 სექტემბერს, 10.00 სთ;  წოლჭიმი (შტანგა) - აკაკი ჯინჭარაძე - გამოვა 13 სექტემბერს, 16.00სთ;  პარაცურვა - ლია ჩაჩიბაია - გამოვა14 სექტემბერს, 09.30სთ;  ეტლით ფარიკაობა - ირმა ხეცურიანი - გამოვა 14 სექტემბერს, 09.00სთ. პარალიმპიადა 7 სექტემბერს გაიხსნება.

პირველი შშმ პირთა საერთაშორისო შეჯიბრი 1960 წელს, რომის XVII ოლიმპიური თამაშების დამთავრებისთანავე გაიმართა, სადაც  ერთდროულად რამდენიმე სპორტულ დისციპლინაში 23 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. 

1989 წლიდან კი ჩამოყალიბდა საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტი. დღეს მის შემადგენლობაში შედის 177 ქვეყნის ეროვნული პარალიმპური კომიტეტი და 9 საერთაშორისო სპორტული ფედერაცია. პარალიმპელები მონაწილეობენ ზაფხულის და ზამთრის 31 სპორტულ დისციპლინაში. მათ შორისაა: მშვილდოსნობა, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ძალოსნობა (წოლჭიმი), ველოსპორტი, ეტლით კალათბურთი, უსინათლოთა ფეხბურთი, ჰოკეი, ეტლით ფარიკაობა, მაგიდის ჩოგბურთი და სხვა სახეობები.

პირველად საქართველოს დელეგაციამ 2008 წლის პეკინის პარალიმპურ თამაშებზე მიიღო მონაწილეობა. პეკინში საქართველოს სახელით ერთი ათლეტი — იაგო გორგოძე ასპარეზობდა ძალოსნობაში და მე-8 ადგილი დაიკავა.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics