|
2016-08-30 16:44:13, 1992 ნახვა
მსოფლიო
გაერო: იემენში 18-თვიანი კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 10 ათასს მიაღწია
იემენში სამოქალაქო ომის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 10 ათასს მიაღწია, - ამის შესახებ BBC გაერო-ს სპეციალურ კოორდინატორზე იემენის საკითხებში ჯეიმს მაკგოლდრიკზე დაყრდნობით იუწყება. გაერო-ს წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული ციფრი სამედიცინო დაწესებულებების მიერ მიწოდებელ ოფიციალურ ინფორმაციას ეფუძნება. ცნობისთვის, იემენში შეიარაღებული კონფლიქტი უკვე 18 თვე გრძელდება. როგორც მაკგოლდრიკმა განაცხადა, იემენში დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს, რადგან ქვეყნის ზოგიერთ რაიონში სამედიცინო დაწესებულებები არ არის და დაღუპულების რეგისტრაცია არ ხდება. გაერო კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებს, გააკეთონ ყველაფერი იემენში სამოქალაქო მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად. ცნობისთვის, იემენში მთავრობის მხარდასაჭერად შექმნილი სამხედრო კოალიცია 2014 წლიდან იბრძვის მეამბოხე შიიტი ჰუსიტების წინააღმდეგ. იემენის ხელისუფლება და საუდის არაბეთი ჰუსიტების მფარველობაში ირანს ადანაშაულებენ. ზავის გამოცხადების უამრავი მცდელობის მიუხედვად, შეტაკებები იემენში დღემდე არ წყდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)