|
2016-08-30 16:32:02, 2209 ნახვა
მსოფლიო
გაერო საფრანგეთის საკურორტო ქალაქებს მოუწოდებს, ბურკინის აკრძალვა გააუქმონ
გაერო მიესალმება საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებას ქალაქ ვილნევ-ლუბეში ბურკინის აკრძალვის შეჩერების შესახებ. გაერო მოუწოდებს იმ ქალაქების მთავრობებს, რომლებმაც მუსლიმური საცურაო კოსტუმის ტარება აკრძალეს, დაუყოვნებლივ გააუქმონ აკრძალვა. როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე უმაღლესი კომისრის სამმართველოს წარმომადგენელმა, რუპერტ კოლვილმა აღნიშნა, დადგენილება ბურკინის აკრძალვის შესახებ უსაფრთხოების სფეოში ვითარებას არ აუმჯობესებს, არამედ საფრანგეთში რელიგიურ შეუწყნარებლობასა და მუსლიმთა, განსაკუთრებით ქალების, სტიგმატიზაციას აღვივებს. "ჩვენ მოვუწოდებთ სხვა სანაპირო ქალაქებისა და კურორტების ხელისუფლებებს, დაუყოვნებლივ გააუქმონ აკრძალვა,” - განაცხადა რუპერტ კოლვილმა. ცნობისთვის, ივლისის ბოლოს-აგვისტოს დასაწყისში საფრანგეთის სანაპიროზე მდებარე 7 ქალაქის ხელისუფლებამ მუსლიმური საცურაო კოსტუმის ტარება აკძალა. აკრძალვის დამრღვევებს პლიაჟიდან გაძევება და ჯარიმა ემუქრებოდათ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფრანგულ რივიერაზე ბურკინის ტარებისთვის 16 ქალი დააჯარიმეს, რასაც უფლებადამცველები მუსლიმთა უფლებების დარღვევად მიიჩნევენ. შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს საფრანგეთის ადმინისტრაციულმა სასამართლომ ქალაქ ვილნევ-ლუბეში ბურკინის აკრძალვა შეაჩერა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)