|
2015-03-10 14:10:56, 1817 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრში სტრატეგიული დაგეგმვის სემინარი დაიწყო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრში სტრატეგიული დაგეგმვის სემინარი დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ტრენინგი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან სემინარის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა. ტრენინგის მიზანს სტრატეგიული დაგეგმვის უნარ-ჩვევების გამომუშავება წარმოადგენს. კურსი თავდაცვის უწყების სისტემის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში მონაწილე პირებისთვის არის განკუთვნილი. სემინარს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პროექტის ლიდერებიც ესწრებიან. ტრენინგს კრენფილდის უნივერსიტეტის პროფესორი, ანა ფიცჯერალდი უძღვება. სამდღიანი სემინარი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)