|
2016-08-30 14:14:55, 1550 ნახვა
სამართალი
ლალი ფაფიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გახმაურებულ საქმეებზე თვითაცილების თხოვნით მიმართავს
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ლალი ფაფიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე სასამართლოს პლენუმს მიმართა და გახმაურებულ საქმეებზე თვითაცილება ითხოვა. მისი თქმით, საზოგადოების გამოყენება ან მოსამართლეების დაუსაბუთებელი დისკრედიტაცია დაუშვებელი და მიუღებელია. „მოსარჩელე მხარის მიერ ფაქტებით მანიპულირება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის მოსამართლეებზე და მათი ოჯახის წევრებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, დაუსაბუთებელი ბრალდებები, ცილისწამება თანაბრად დაუშვებელია და ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას. „რუსთავი 2”-ზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განვმარტავ, რომ ჩემი ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ დასმულა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. სიუჟეტში არსებულ ფაქტზე გამოძიება ჩემი ოჯახის განცხადების საფუძველზე დაიწყო და დამთავრდა 2016 წლის იანვარში, როცა ე.წ გახმაურებული საქმეების განმხილველი მოსამართლე მე არ ვიყავი და არც საქმეების ნაწილი არ იყო შემოტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში. აღნიშნული საქმის დეტალები ჩემთვის ცნობილი სიუჟეტის გასვლის შემდეგ გახდა. თავს ვალდებულად მივიჩნევ, მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობაზე თვითგანრიდების შუამდგომლობით. ზოგიერთი მოსარჩელისგან განსხვავებით საკონსტიტუციო საქმეების განხილვა უბრალო ფორმალობად არ მეჩვენება”, - აღნიშნა ფაფიაშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)