|
2016-08-29 13:38:50, 2045 ნახვა
მსოფლიო
ერთ-ერთი მოზარდი, რომელიც ISIS-ის ვიდეოში ტყვეებს სიკვდილით სჯის, მამამ ამოიცნო
"ისლამური სახელმწიფოს" მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც 5 მოზარდი ტყვედ აყვანილ ქურთებს სიკვდილით სჯის, ერთ-ერთი მოზარდი მამამ ამოიცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას Independent ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, 13 წლის მოზარდი წარმოშობით ბრიტანელია. როგორც მოზარდის მამა აცხადებს, ბავშვი ბრიტანეთში დაიბადა, მაგრამ 2013 წელს განქორწინების შემდეგ, მოზარდი დედასთან და მამინაცვალთან ერთად სირიაში გადავიდა საცხოვრებლად. მისივე ინფორმაციით, მამინაცვალი "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერი იყო და მის ხელტ არსებული ინფორმაციით, 2015 წელს ერთ-ერთი შეტაკების დროს გარდაიცვალა. მოზარდის მამის თქმით, რომელიც ანონიმურობის დაცვას ითხოვს, ბიჭი სირიაში წასვლამდე იყო ნორმალური , ჩვეულებრივად იქცეოდა, თუმცა ამაზრზენია ის, რომ მას თვინი "გამოურეცხეს". ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოზარდს "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებას დედამისიც უჭერდა მხარს. მედიის ცნობით, მოზარდის დედა, სალი ჯონსი, ახლა ცნობილია როგორც უმ ჰუსეინ ბირტანია. მას ასევე, "თეთრ ქვრივს" ეძახიან. აღსანიშნავია, რომ სალი ჯონსი "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ყველაზე საშიში და გავლენიანი ტერორისტია, რომელიც სხვადასხვა ტერაქტების ერთ-ერთი მტავარი ორგანიზატორია. შეგახსენებთ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ახალი ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც ხუთი მოზარდი ტყვედ აყვანილ ქურთებს სიკვდილით სჯის. მოზარდების ასაკი 10-დან 13 წლამდეა. ვიდეო რაქაშია გადაღებული.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)