|
2016-08-29 13:16:45, 2086 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში 106 კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ დონეცკის ოლქში, ქალაქ სვიატოგორსკთან 106 კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" წერს. მედია საშუალების ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტები ე.წ. "კანონიერი ქურდის", ლიოხა კრასნოდონსკის სახელით ცნობილი ალექსეი სალნიკოვის დაკრძალვის დროს დააკავეს. სამართალდამცველების განცხადებით, დაკავებები "უკრაინაში მათი ყოფნის კანონიერების შესამოწმებლად" განხორციელდა. ამასთან, პოლიცია მათ სეპარატისტებთან შესაძლო კავშირს შეამოწმებს. დაკავებულთაგან ზოგიერთს ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი აღმოაჩნდა. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის არიან რუსეთისა და მოლდოვის მოქალაქეები. როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, თავად სალნიკოვი 25 აგვისტოს ნარკოტიკის ჭარბი დოზის მიღებით გამოწვეული გულის შეტევით გარდაიცვალა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)