17:46 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-27 14:55:20, 957 ნახვა

პოლიტიკა
მეჭიაური ივანიშვილს: ქართული საქმე აკეთე, უარი თქვი პროდასავლურ, პრორუსულ ძალებზე

მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, თავისი ქონება სულ რომ გადაუფორმოს იან კელის, მემკვიდრეობის გარეშე რომ დატოვოს შვილები და ბერად აღიკვეცოს, დასავლური ძალები და ”ნაციონალები” მაინც არ მოასვენებენ, - ამის შესახებ დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ამასთან, მეჭიაურმა ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, „ ქართული საქმე გააკეთოს“, უარი უთხრას პროდასავლურ, პრორუსულ ძალებს და დაიკავოს ეროვნული პოზიცია.

”ჩვენ ვვარაუდობთ, რომ არჩევნებზე მივიღებთ მინიმუმ ისეთ მხარდაჭერას, რომ პარლამენტში ჩვენი თანხმობის გარეშე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იქნება. ახლა პოლიტიკური სპექტრი ორ ნაწილად ჩამოყალიბდა: ერთ მხარეს არიან დასავლეთიდან მართული ძალები-”ქართული ოცნება”, ”ნაციონალური მოძრაობა” და მათი სატელიტები და მეორე მხარეს ის ძალები, რომლებიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებში მარგინალურ როლს ასრულებენ. ერთი მხრივ ესენი არიან ის ქართველები, რომლებსაც ქართულ-რუსულ ურთიერთობაში მანდატიც კი არ გააჩნიათ და მეორე მხრივ, თანამდებობის პირები კრემლში, რომლებიც თითქოს ქართულ პოზიციას იკავებენ.

მე მინიშნებები უკვე გავაკეთე და თუ არ შეწყვეტენ მარგინალობას, მათ გამოვააშკარავებ. მინდა მწუხარება გამოვთქვა იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი დასავლური ძალების მძევალია და აქედან მივმართავ, რომ არათუ მხარდაჭერა გამოუცხადოს ”ქართულ ოცნებას”, არამედ თავისი ქონებაც რომ გადაუფორმოს იან კელის და მემკვიდრეობის გარეშე დატოვოს შვილები, ისინი მაინც არ მოასვენებენ, „ნაციონალები“ მაინც არ მოასვენებენ და ქართულ საქმესაც ვერ გააკეთებს”, - განაცხადა მეჭიაურმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics