|
2016-08-26 19:30:11, 1762 ნახვა
მსოფლიო
სირიის ბლოკირებულ ქალაქ დერაიადანში ხალხის ევაკუაცია დაიწყო
სირიის ქალაქ დერაიადან მშვიდობიანი მოსახლეობისა და ოპოზიციის შეიარაღებული ფორმირებების ევაკუაცია დაიწყო, - ამის შესახებ სირიის სახელმწიფო სააგენტო SANA იუწყება. მედია საშუალებსი ინფორმაციით, ალყაში მოქცეული ქალაქიდან ხალხის ევაკუაციის შესახებ შეთანხმებას სირიის სამთავრობო ძალებმა და ამბოხბეულებმა 25 აგვისტოს მიაღწიეს. ბლოკირებული დასახლებიდან ხალხი ავტობუსებით და სატვირთო მანქანებით, ორგანიზაცია "წითელი ნახევარმთვარის" სასწრაფო დახმარების მანქანების თანხლებით გაჰყვათ. სხვადასხვა მონაცემებით, ქალაქში 4-დან 8 ათასამდე ადამიანი იმყოფება, მათ შორის ათასამდე შეიარაღებული ამბოხებული. სირიის ხელისუფლების განცხადებით, 700 მებრძოლს იდლიბის პროვინციაში ოპოზიციის მიერ კონტროლირებად რაიონებში მას შემდეგ გადაიყვანენ, რაც ისინი მძიმე და საშუალო შეიარაღებას ჩააბარებენ. მშვიდობიან მოქალაქეებს კი დამასკოსა და მის შემოგარენში დევნილთა ბანაკებში განათავსებენ. ცნობისთვის, ქალაქი დერაია სამთავრობო ძალების ალყაში 2012 წლიდან იმყოფება. ადგილობრივი მოსახლეობა საკვების, წყლისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტს განიცდის. დასახლება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეზიდენციიდან შვიდ კილომეტრში მდებარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)