|
2016-08-26 18:43:00, 1847 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ბურკინის ტარების აკრძალვა შეაჩერა
საფრანგეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ სანაპიროზე მუსლიმური საცურაო კოსტიუმის - ბურკინის ტარების აკრძალვა შეაჩერა, - ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება. საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ბურკინის ტარების აკრძალვა უფლებადამცველთა ჯგუფმა “ადამიანის უფლებათა ლიგამ” გაასაჩივრა. ივლისის ბოლოს-აგვისტოს დასაწყისში საფრანგეთის სანაპიროზე მდებარე შვიდი ქალაქის ხელისუფლებამ მუსლიმური საცურაო კოსტუმის ტარება აკძალა. აკრძალვის დამრღვევებს პლიაჟიდან გაძევება და ჯარიმა ემუქრებოდათ. ცნობისთვის, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფრანგულ რივიერაზე ბურკინის ტარებისთვის 16 ქალი დააჯარიმეს, რასაც უფლებადამცველები მუსლიმთა უფლებების დარღვევად მიიჩნევენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ნიცას სანაპიროზე სამართალდამცველებმა მუსლიმ ქალს ბურკინის გახდა აიძულეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)