|
2016-08-26 15:29:30, 1781 ნახვა
მსოფლიო
ევროსაბჭო თურქეთს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოძიებაში დაეხმარება
ევროსაბჭო თურქეთს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოძიებაში დაეხმარება, - ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტურბიორნ იაგლანდმა გერმანულ გამოცემა Die Welt-თან საუბრისას განაცხადა. იაგლანდის თქმით, ექსპერტები უახლოეს დღეებში თურქეთის ხელისუფლებას შეხვდებიან. “ევროსაბჭოს ექსპერტები უახლოეს დღეებში შეხვდებიან თურქეთის ხელისუფლებას, რომ გამართონ კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დაიცვან ამბოხის მცდელობასთან კავშირში ბრალდებულთა უფლებები”, - განაცხადა იაგლანდმა ინტერვიუში. მისივე განმარტებით, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ თურქეთში სასამართლო პროცესები ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ამასთან, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ევროპულ ქვეყნებს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით თავშეკავებული რეაქციებისკენ მოუწოდა. “პოლიტიკური რიტორიკის ნაცვლად, ჩვენ ევროპაში კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ არსებული პრობლემების მოგვარებაზე. ჩვენ უნდა თურქეთს ვესაუბროთ და არა თურქეთის შესახებ ვისაუბროთ”, - განაცხადა იაგლანდმა. ცნობისთვის, თურქეთი ევროსაბჭოს წევრი 1950 წლიდანაა
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)