|
2016-08-26 13:47:19, 1981 ნახვა
მსოფლიო
უნგრეთი მიგრანტების შესაკავებლად სერბეთთან საზღვარზე მეორე ღობის აშენებას აპირებს
უნგრეთი მიგრანტების შესაკავებლად სერბეთთან საზღვარზე მეორე ღობის აშენებას აპირებს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა. პრემიერის თქმით, მეორე ღობე უკვე არსებული ღობის გასწვრივ აშენდება, რაც მიგრანტებისგან საზღვარს უკეთესად დაიცავს. პრემიერი ამბობს, რომ განსაკუთრებული ზომების მიღება იმ შემთხვევისთვის არის საჭირო, თუ თურქეთი თავის მიგრაციულ პოლიტიკას შეცვლის. ცნობისთვის, პირველი ღობე უნგრეთმა 2015 წელს აღმართა. თავდაპირველად ის მავთულხლართებს წარმოადგენდა, მოგვიანებით კი მავთულხლართებს ოთხი მეტრის სიმაღლის ღობე დაემატა. უნგრეთის მიერ სერბეთთან და ხორვატიასთან საზღვარზე აღმართულმა კედელმა ბალკანეთის მარშრუტით მიმავალი მიგრანტების ნაკადი მნიშვნელოვნად შეამცირა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)