|
2016-08-26 13:37:28, 1696 ნახვა
მსოფლიო
სარკოზი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ბურკინის ტარების აკრძალვის პირობას დებს
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი პირობას დებს, რომ 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ბურკინის ტარება აიკრძალება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. როგორც სარკოზიმ აღნიშნა, ის არ დაუშვებს, რომ საფრანგეთის სანაპიროებზე და აუზებზე ბურკინით იარონ. "კანონი მას მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალავს ", - განაცხადა სარკოზიმ. თავის გამოსვლაში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე იზრუნებს. ამასთანავე, სარკოზიმ პირობა დადო, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიუხედავად, ფრანგებს აუცილებლად დაიცავს. "მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც სახელმწიფოს აღადგენს", - განაცხადა მან. ცნობისთვის, აღნიშნულის შესახებ მან 25 აგვისტოს, პროვანსის რეგიონში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული პირველი შეხვედრისას განაცხადა. მანამდე, საკურორტო ქალაქ ნიცაში ბურკინის, ქალების ისლამური საცურაო კოსტიუმის ტარება აიკრძალა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება საფრანგეთში უკვე 15 ქალაქში მიიღეს, მათ შორის ქალაქ კანში, სადაც ბოლო კვირის განმავლობაში, ისლამური საცურაო კოსტიუმის ტარებისთვის უკვე 3 ქალი 38 ევროთი დააჯარიმეს. ნიცას მერმა კრისტიან ესტროსიმ საფრანგეთის პრემიერმინისტრს უკვე მისწერა წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ "სახის დამალვა, ან მთლიანი სხეულის დაფარვა საცურაო კოსტიუმით სანაპიროზე ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრების იდეალებს არ შეესაბამება".
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)