|
2016-08-26 10:10:40, 1777 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის პოლიციის განყოფილებასთან ძლიერი აფეთქება მოხდა - გარდაცვლილია 9 ადამიანი
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ჯიზრეში, პოლიციის განყოფლებასთან ძლიერი აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება. მედია საშუალების ცნობით, ინციდენტს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 9 ადამიანი, მათ შორის 1 ოფიცერი, 25-ზე მეტი ადამიანი კი დაშავებულია. ადგილზე სასწრაფო დახმარების ავტომანქანებია მობილიზებული. ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ პოლიციის განყოფილების შენობის დიდი ნაწილი დანგრეულია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქდა დანაღმული ავტომობილი. მთავრობა, აფეთქებაში "ქურთისტანის მუშათა პარტიას" ადანაშაულებს. ცნობისთვის, ჯიზრე ძირითადად ქურთებით არის დასახლებული. 2015 წელს ქალაქში თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ქურთი ამბოხებულების წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)