|
2015-03-10 10:01:41, 1011 ნახვა
სამართალი
დავით კირკიტაძეს დღეს დაკითხავენ
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს დავით კირკიტაძეს დღეს დაკითხავს. ამის შესახებ ინფორმაციას დავით კირკიტაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ავრცელებს. "ოთხდღიანი ყოყმანის შემდეგ, ფინანსურმა პოლიციამ გადაწყვიტა დღეს 15:00 საათზე, ჩემი დაკითხვაზე დაბარება მაშინ როდესაც ამერიკაში ყოფნის დროს დღეში რამდენიმე უწყება მიჰქონდათ ჩემ საცხოვრებელ მისამართზე. როგორც არ უნდა დასრულდეს დაკითხვის პროცესი, გავაგრძელებ ბრძოლას საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. 21 მარტს, ერთად დავიწყოთ უუნარო ხელისუფლების დასრულების დასაწყისი", - წერს კირკიტაძე. ცნობისთვის, კირკიტაძეს სახელმწიფო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. კირკიტაძის სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)