08:47 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 17:56:12, 5242 ნახვა

ეკონომიკა
"თიბისი ბანკმა" სესხების საახალწლო გათამაშებაში გამარჯვებულები გამოავლინა

„თიბისი ბანკის“ სესხების გათამაშებაში ბინის და სასაჩუქრე ვაუჩერების მფლობელები გამოვლინდა.

სუპერ-პრიზის - ბაკურიანში ბინის მფლობელი კონსტანტინე მახარაშვილი გახდა.

 „გათამაშება 8 იანვარს, 20:00 საათზე შედგა. „ფეისბუქზე“ მისი პირდაპირი ჩვენება, ტექნიკური ხარვეზის გამო, სამწუხაროდ ვერ მოხდა - გათამაშების წინ მწყობრიდან გამოვიდა პირდაპირი ეთერის გადამცემი მოწყობილობა, რომლის შეკეთება ან ახლის შეძენა საკმაოდ დიდი დროით გადაავადებდა გათამაშებას. ამიტომ, „თიბისი ბანკმა“ მიიღო გადაწყვეტილება და გათამაშება დაგეგმილ დროს შედგა, მისი სრული ვიდეო ჩანაწერი კი დასრულებისთანავე დაიდო ბანკის „ფეისბუქის“ გვერდზე“, - აცხადებენ ბანკში.

ბინის გარდა, გათამაშდა 50 ცალი სასაჩუქრე ვაუჩერიც, რომლითაც გამარჯვებულებს შეუძლიათ  სხვადასხვა  პრიზების - მათ შორის Apple-ის პროდუქციის, საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის შეძენა.

ცნობისთვის, გათამაშების მონაწილეებს, სესხის აღებისთანავე გადაეცემოდათ საჩუქრების სია და შესაძლებლობა ჰქონდათ, თავად აერჩიათ სასურველი პრიზი, რომლის მოგებაც სურდათ.    

„თიბისი ბანკის“ სესხების გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იყო დეკემბრის თვეში ნებისმიერი სასესხო პროდუქტის - საკრედიტო ბარათის, სწრაფი განვადების, სამომხმარებლო თუ იპოთეკური სესხის აღების შემთხვევაში.  

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics