17:57 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 13:47:52, 1445 ნახვა

ეკონომიკა
დღეს „სტარტაპ საქართველოს" მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეების გამარჯვებული გუნდები დასახელდება

დღეს, 25 აგვისტოს,  19:45 საათზე,  ტექნოპარკში პროექტ „სტარტაპ საქართველოს" მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეების გამარჯვებული გუნდები დასახელდება და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
 
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
 
შეგახსენებთ,  პროგრამა ,,სტარტაპ საქართველო" საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ხორციელდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში 150-მდე განაცხადი შემვიდა, მათ შორის 51 ფინალისტია. ფინალისტების შერჩევის მთავარი კრიტერიუმები იყო ისეთი პროექტების შერჩევა, რომელიც კონკურენტუნარიანები იქნებიან გლობალური მასშტაბით და ექნებათ ზრდის შესაძლებლობა.
 
3 კვირის განმავლობაში შესულ განაცხადებს  საერთაშორისო ექსპერტები აფასებდნენ ,,სილიკონის ველიდან".  შეფასების მთავარი კრიტერიუმები იყო: ინოვაციურობის ხარისხი, გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალი, ვენჩურული ინვესტიციებისთვის მიმზიდველი პროდუქტები, გუნდის კომპეტენტურობა და ა.შ.

(NS)
 
ჯამში,   ,,სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში 720-ზე  მეტი განაცხადი შემოვიდა ინოვაციური ბიზნესის წარმოებისთვის.
 
პროექტს ახორციელებენ ეკონიმიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და საპარტნიორო ფონდი. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფომ 11 მილიონი ლარი გამოყო, რომლითაც   ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics