|
2016-08-25 10:04:18, 1843 ნახვა
მსოფლიო
ქაბულში ამერიკულ უნივერსიტეტზე თავდასხმისას 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 7 სტუდენტი
ქაბულში ამერიკულ უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის 7 სტუდენტია. ასევე, მოკლულია ორი თავდამსხმელი. ამჟამად უნივერსიტეტი გათავისუფლებულია. შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტზე თავდასხმა 24 აგვისტოს ადგილობრივი დროით 19:00 საათზე განხორციელდა. თავდაპირველად შენობასთან აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც შენობის შიგნით სროლა დაიწყო. სტუდენტები და პედაგოგები აუდიტორიებში აღმოჩნდნენ ბლოკირებული. უნივერსიტეტის შენობის გათავისუფლების ოპერაცია 10 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რა დროსაც სასწავლო დაწესებულებიდან 750 სტუდენტი და თანამშრომელი გაიყვანეს. როგორც მედია საშუალება წერს, დაშავებულია 35 სტუდენტი და 9 პოლიციელი. გარდაცვლილთა შორის ასევე შენობის დაცვის სამი თანამშრომელი და სამი სამართალდამცველია. ავღანეთის დედაქალაქში ამერიკული უნივერსიტეტის მახლობლად ასევე გენერალური პროკურატურისა და პარლამენტის შენობები მდებარეობს. ცნობისთვის, ავღანეთში ამერიკული უნივერსიტეტი 2006 წლიდან მოქმედებს. სასწავლებელში ათასზე მეტი სტუდენტი სწვალობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)