|
2016-08-24 13:33:55, 1765 ნახვა
მსოფლიო
პოროშენკო: ორწლიანი შეიარაღებული კონფლიქტის დროს დონბასში 2504 სამხედრო დაიღუპა
დონბასში 2014 წელს შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა 300 ათასამდე უკრანელმა მიიღო, 2500-ზე მეტი ჯარისკაცი კი დაიღუპა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე განაცხადა. პოროშენკოს თქმით, მტერმა ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანის განხორციელება ვერ შეძლო. “ორწლიანი ომის გადახედვისას შესაძლებელია მტკიცედ ვთქვათ, რომ მტერმა ვერ შეძლო ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანის განხორციელება, ვერ დააჩოქა უკრაინა. ამისთვის ჩვენი 2504 მეომარი დაიღუპა”, - განაცხადა პეტრო პოროსენკომ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 2016 წელს შეიარაღებულ ძალებში საკონტარქტო სამსახურში 46 ათასი მოქალაქე ჩაერთო, წლის ბოლომდე ხელისუფლება კიდევ 20 ათას სამხედროს ელის. როგორც პოროშენკომ აღნიშნა, ამჟამად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდნეობის სამი-მეოთხედი კონტრაქტორია. ამას გარდა, შეიქმნა სამხედრო რეზერვი, რომელშიც 80 ათასზე მეტი ადამიანი შევიდა. ცნობისთვის, 2014 წლის აპრილიდან აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტს სულ 9500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)