|
2016-08-24 11:21:00, 1780 ნახვა
მსოფლიო
აშშ: თურქეთის მხრიდან გიულენის ექსტრადირების ოფიციალური მოთხოვნა ამბოხის მცდელობას არ უკავშირდება
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ანკარასგან ფეთჰულა გიულენის ექსტრადირების შესახებ ოფიციალური მოთხოვნა მიიღო, - ამის შესახებ Reuters-ის ცნობით, უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა. ტონერის თქმით, გიულენის ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა, თურქეთში 15 ივლისს განხორციელებულ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას არ უკავშირდება. ანკარა ვაშინგტონს პენსილვანიაში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ექსტრადირებას უკვე რამდენიმე კვირაა სთხოვს. ფეთჰულა გიულენის დაკავების ორდერი თურქეთის სასამართლომ აგვისტოს დასაწყისში გასცა. ცნობისთვის, დოკუმენტში 75 წლის გიულენს თურქეთში ამბოხის მოწყობის მცდელობა ედება ბრალად. თავად მქადაგებელი ბრალდებებს უარყოფს. აშშ კი თურქეთს ფეთჰულა გიულენის ბრალეულების მტკიცებულებების წარდგენას სთხოვს. დღეს ანკარაში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩადის. გიულენის ექსტრადირების საკითხმა ნატო-ს ორ წევრს - აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობები გაართულა. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ გიულენის ექსტრადირებაზე უარი ორმხრივ ურთიერთობებს დააზარალებს.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)