|
2016-08-24 11:09:29, 1846 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-ს მიაღწია (ვიდეო)
იტალიაში მომხდარი მიწისძვირს შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 13 გაიზარდა, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ნანგრევებში ხალხია მოყოლილი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქ ამატრისი დაზარალდა. როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, ამატრისის თითქმის ნახევარი დანგრეულია. მიწისძვრის გამო ქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. შეგახსენებთ, რომ ბიძგები რომშიც იგრძნობოდა. მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 6.2 მაგნიტუდის იყო, ადგილობრივი დროით დილის 03:30 საათზე მოხდა. იტალიის მთავრობამ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სპეციალური შტაბი შექმნა. ცნობისთვის, 2009 წელს იტალიის აკილას რეგიონში მომხდარი 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრას 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)