2016-08-23 23:29:35, 2474 ნახვა
სპეციალური ანონსი
24 აგვისტოს სპეციალური ანონსი
24 აგვისტოს, 09:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
24 აგვისტოს, 09:45 საათზე, ტექნოპარკში პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეების ფინალისტთა პრეზენტაციები გაიმართება, რომლებსაც „სილიკონ ველის“ ვენჩურული ინვესტორები შეაფასებენ.
მის.: ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7
24 აგვისტოს, 11:00 საათზე, ”პირველის პრესკლუბში" “უსუფაშვილი-რესპუბლიკელების" ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი თინათინ ხიდაშელი ბრიფინგს გამართავს.
მის.: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული
საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22
24 აგვისტოს, 11:00 საათზე, “ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ცაგარეიშვილი პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს.
24 აგვისტოს, 12:00 საათზე, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს შორის სსმ და შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობის სერვისების პილოტირების პროგრამის განხორციელების მიზნით, უწყებათაშორისი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მის.: აკ. წერეთლის გამზ.#144
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან