|
2016-08-22 12:00:14, 1748 ნახვა
მსოფლიო
ერაყში, 1700 სამხედროს მკვლელობისთვის, 36 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ერაყში კემპ სფიჩერის ბაზაზე 1700 ახალწვეულის მკვლელობისთვის მსჯავრდებული 36 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ქალაქ თიქრითის მახლობლად მდებარე ყოფილ ამერიკულ ბაზაზე სამხედროების მასობრივი მკვლელობა 2014 წელს დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ჩაიდინეს. ბაზაზე თავდასხმისას ძირითადად შიიტი კადეტები მოკლეს. 2014 წელს ჯიჰადისტებმა სამხედროების მკვლელობის ფოტოები და ვიდეოკადრები გაავრცელეს. ბაზაზე თავდასხმიდან 1 წლის შემდეგ კი ერაყის სამთავრობო ძალებმა მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს. როგორც მედია წერს, კემპ სფიჩერის ბაზაში ჩადენილი სასტიკი დანაშაულისთვის 36 მსჯავრდებული ნასირიის ციხეში ჩამოახრჩვეს. ყველა მათგანი ერაყის მოქალაქე იყო. მათ სიკვდილით დასჯა მიმდინარე წლის თებერვალში მიუსაჯეს. რამდენიმე მსჯავრდებული ამტკიცებდა, რომ მასობრივი მკვლელობის დღეს ისინი თიქრითის მიმდებარე რაიონში არ იმყოფებოდნენ. ზოგიერთი კი აცხდებდა, რომ მათ აღიარებითი ჩვენების მიცემა წამების გზით აიძულეს. კემპ სფიჩერის ბაზაზე ერაყელი სამხედრო მოსამსახურებიი იყვნენ. მას შემდეგ, რაც “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ბაზას ალყა შემოარტყეს, კონტინგენტი იძულებული გახდა, ჯიჰადისტებს ჩაბარებოდა. ისლამისტებმა ტყვეებს შორის მყოფი შიიტები მიწაზე დააწვინეს და დახვრიტეს.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)