11:12 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-20 16:45:36, 725 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერის თქმით, მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით მისი განცხადებები შეგნებულად დამახინჯდა

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებები შეგნებულად დამახინჯდა

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამოცდები საჭიროა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სადამსჯელო ინსტრუმენტი და არ შეიძლება, მასწავლებლები ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფინონ. 

"მე ვთქვი, რომ გაცილებით მეტი აქცენტი უნდა გაკედეს თვითონ კვალიფიკაციის ამაღლების პროცესზე, ვიდრე გამოცდებზე. არ შეიძლება, ტერორიზებული გყავდეს მთელი მასწავლებელთა კორპუსი - ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან რთულ პერიოდში გამოატარეს ჩვენი მომავალი თაობა და ძალიან ღირსეულად დაიცვეს თავიანთი პროფესიული ღირსება. ამიტომ ვფიქრობ, რა თქმა უნდა, გამოცდები საჭიროა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სადამსჯელო ინსტრუმენტი და არ შეიძლება, ეს ხალხი ფსიქოლოგიურ ტერორში ვამყოფოთ. საჭიროა მეტი აქცენტის გაკეთება მომზადებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე და არა - გამოცდებზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics