22:01 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-17 21:55:39, 1910 ნახვა

მსოფლიო
ავსტრიის საგარეო მინისტრი: ევროკავშირს თურქეთი არ სჭირდება

"ევროკავშირს თურქეთი არ სჭირდება" - ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან ქურცმა გერმანულ Focus-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ისინი არ უნდა აყვნენ თურქეთის შანტაჟს და ამ გზით უვიზო რეჟიმი არ უნდა მიიღონ. 

"ჩვენ არ გვჭირდება თურქეთი და არ უნდა ავყვეთ მათშანტაჟს მიგრანტების საკითხზე. მათ ამ გზით უვიზო რეჟიმი არ უნდა მიიღონ. ევროკავშირს არ სჭირდება გეგმა ბ, ჩვენ გვჭირდება კარგი გეგმა ა, ჩვენ გვჭირდება ძლიერი ევროკავშირი, რომელსაც შეუძლია საკუთარი საზღვრებისა და მოქალაქეების დაცვა", - აღნიშნა ქურცმა.

მისივე განცხადებით, მიგრანტების კრიზისთან გამკლავების მაგალითი ევროკავშირმა ავსტრალიის მსგავსი ქვეყნებიდან უნდა აიღოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics