02:27 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-17 18:13:37, 909 ნახვა

საზოგადოება
ქართველი ნიჩბოსანი ოლიმპიადის ფინალში გავიდა

რიო დე ჟანეიროში ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ოლიმპიადაზე ფინალში გავიდა.

ზაზა ნადირაძემ ნახევარფინალში მესამე გაცურვის ჯგუფში ყველას აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა. მან 200-მეტრიანი დისტანცია 40.146 წამში დაფარა. 

აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალისტებს შორის რიგით მეოთხე საუკეთესო დრო აჩვენა. 

​ნადირაძემ კანოეთი 200-მეტრიან სპრინტში თავიდან კვალიფიკაციაში იასპარეზა, სადაც 7-კაციან ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა, რაც ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი შედეგია. ნადირაძემ დისტანცია 41.423 წამში დაფარა.

ნადირაძის მეტოქეები ფინალში იქნებიან: აზერბაიჯანის წარმომადგენელი ვალენტინ დემიანენკო, რუსი ანდრე კრაიტორი, ფრანგი ტომას სიმარტი, ჩეხი მარტინ ფუკსა, ჩინელი ქიანგ ლი, ესპანელი ლოპეც ბენავიდესი და ბრაზილიელი დოსანტოს კუეიროსი.

ფინალური დაპირისპირება 18 აგვისტოს, საქართველოს დროით 16:25 საათიდან დაიწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics