01:03 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-15 15:12:28, 979 ნახვა

საზოგადოება
სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

სამგორის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების  ლიფტების  შეკეთების სამუშაოები დასრულდა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თანადაფინანსებული პროექტების პროგრამის ფარგლებში, სამგორის რაიონში, 41 მისამართზე  ლიფტის შეკეთების სამუშაოები განხორციელდა.

პროგრამის ფარგლებში ლიფტებში  გამოიცვალა: უსაფრთხოების მუხრუჭები, ლიფტის კაბინები, დამონტაჟდა ახალი სარკეები, ლიფტის კარი,  მოეწყო ლამინირებული კედლები, ჭერის სანათი მოწყობილობა, კედლები, ღილაკების გაყვანილობა. 
პროექტის ღირებულება 298 233 ლარია.

 “ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს სამგორის რაიონში.  41 მისამართზე დასრულდა საცხოვრებელი კორპუსების ლიფტების შეკეთების სამუშაოები. მიმდინარეობს ყველა იმ პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა,“- განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა.  

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics