23:39 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-11 17:52:46, 842 ნახვა

საზოგადოება
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბიოწარმოების განვითარების საპილოტე პროექტის განხორციელებაზე იმსჯელეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბიოპროდუქტების წარმოების განვითარების სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გოჩა ცოფურაშვილი,ლევან დავითაშვილი, იური ნოზაძე, დავით გალეგაშვილი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უწყების ცნობით, სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებთან (სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“, კომპანიის „კავკასსერტი“, კომპანიის „ჯეოფერტი“ და მცხეთა-მთიანეთის განვითარების სააგენტო წარმომადგენლები) ერთად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბიოპროდუქტების წარმოების განვითარების საპილოტე პროექტის მიმართულებები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოფლის მეურნეოების დარგისთვის ბიოპროდუქტების წარმოების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბიოწარმოების განვითარება საქართველოს სხვა რეგიონებისთის კარგი მაგალითიიქნება.

შეხვედრაზე მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ბიოწარმოებაზე გადასვლის წინაპირობების განხილვასთან ერთად, ბიოწარმოების მეთოდოლოგია და ორგანული სოფლის მეურნეობის წარმოების შესაძლებლობები განიხილეს.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics