23:39 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-11 17:14:06, 871 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს მელიორაცია“ ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო კამპანიას ატარებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო კამპანიას ატარებს. კამპანიის ფარგლებში ტარდება შეხვედრები წყალმომხმარებლებთან, რომელთაც მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია წვეთური და დაწვიმებითი ირიგაციის მეთოდების უპირატესობების შესახებ. ირიგაციის ეს მეთოდები მორწყვის ტრადიციულ წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ნაკლებ რესურსს საჭიროებს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლის ხარისხს და რაოდენობას. 

კომპანიის მიერ სოფელ დიცში გამართული პრეზენტაციის შემდეგ, დიცის მაცხოვრებელმა, ლავრენტი ბარიშვილმა, საკუთარ ნაკვეთში წვეთური მორწყვის სისტემა გამართა.  „სხვა სოფელში ვამუშავებდი მიწას, არბოს სატუმბი სადგური რაც ამუშავდა დიცში დავიწყე მიწის დამუშავება. ჰექტარნახევარს ვამუშავებ, მომყავს კიტრი და პომიდორი. წვეთური მორწყვის სისტემა გავაკეთე, რომ მეტი მოსავალი მივიღო. 50-დან 60 ტონამდე პომიდორის მოსავალს ველოდები“-ამბობს ლავრენტი ბარიშვილი. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics