|
2015-03-08 13:15:53, 1916 ნახვა
სამხედრო
წინასწარი ინფორმაციით, ნიუ–ჯერსიში ქართველი სამხედროების გარდაცვალების მიზეზი მოყინული გზა გახდა
წინასწარი ინფორმაციით, ნიუ–ჯერსიში ქართველი სამხედროების გარდაცვალების მიზეზი მოყინული გზა გახდა. როგორც აშშ–ში საქართველოს გენერალური კონსული დიანა ჟღენტი „რუსთავი 2“–ის ეთერში აცხადებს, ავტომანქანას, რომელშიც ქართველი სამხედროებიც ისხნენ, ამერიკის მოქალაქე მართავდა. მისივე თქმით, ავტოკატასტროფის ადგილი მოყინული იყო, ხილვადობა – ცუდი. მოყინულ გზაზე კი, ავტომანქანა, სადაც ისინი ისხდნენ, მოსრიალდა და საპირისპიროდ მომავალ მანქანას დაეჯახა. ჟღენტის ინფორმაციით, ქართველი სამხედროების საქართველოში გადმოსვენების პროცედურები დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. „შემთხვევა ღამის საათებში მოხდა. წინასწარი მონაცემებით, რადგან გზა მოყინული და ძალიან ცუდი ხილვადობა იყო, მანქანა მოსრიალდა და საპირისპიროდ მომავალ მანქანას შეეჯახა. ამ ეტაპზე ყველანაირი ფორმალური მხარის მოგვარება მიმდინარეობს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქართველი სამხედროები საქართველოში მაქსიმალურად სწრაფად იყვნენ გადმოსვენებულები“, – აღნიშნა ჟღენტმა. ცნობისთვის, რიგითი სოსო ალექსანდრეს ძე მაკარიძე და რიგითი ბესარიონ კახას ძე გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა. რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)