|
2015-03-08 12:47:01, 1762 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ალასანია აშშ-ში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს უსამძიმრებს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ამერიკის შეერთებულ შტატებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს უსამძიმრებს. ალასანიას განცხადებით, ბესარიონ ღორჯოლაძესა და სოსო მაკარიძეს პირადად იცნობდა და მათი დაკარგვა საქართელოსთვის აუნაზღაურებელი დანაკლისია. "მინდა მივუსამძიმრო ამერიკის შეერთებულ შტატებში დაღუპული ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს. ეს კურსანტი ბიჭები მართლაც ვაჟკაცი ჯარისკაცები იყვნენ. ისინი სამხედრო აკადემიაში სასწავლო კურსს გადიოდნენ და ქვეყანას იმ უმაღლესი სამხედრო განათლებით დაუბრუნდებოდნენ, რაც ასე ჭირდება ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. მათი დაკარგვა აუნაზღაურებელი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის. მე მათ პირადად ვიცნობდი. კიდევ ერთხელ, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო ჩვენი დაღუპული ბიჭების ოჯახებს",-ნათქვამია ირაკლი ალასანიას სამძიმრის წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)