09:28 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-08 12:18:41, 551 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრს ავსტრიელი ექსპერტი ეწვია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ ავსტრიელი ექსპერტი მედიაციის საკითხებში მიჰაელ კოენინგსჰოფერი ეწვია.

ვიზიტი ევროკავშირის პროექტის “სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში” დახმარებით შედგა. მიჰაელ კოენინგსჰოფერი ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებს დანაშაულის პრევენციის ცენტრთან სისხლის სამართლის მედიაციის განვითარების მიმართულებით.

8 მარტს მედიაციის სახლში ექსპერტმა სამუშაო შეხვედრა გამართა  პრაქტიკოს მედიატორებთან. სტუმარმა საკუთარი პრაქტიკიდან განსაკუთრებით რთული და საინტერესო საქმეები ქართველ კოლეგებს  გააცნო; ასევე, გაუზიარა ის გამოცდილებაც, თუ როგორ დაძლიეს მედიაციის სფეროში არსებული პრობლემები ავსტრიაში.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შიდა კონსულტაციები დანაშაულის პრევენციის ცენტრთან სისხლის სამართლის მედიაციის განვითარების საკითხებზე. მიჰაელი შეისწავლის საქართველოში არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მიმდინარეობას, არსებულ მდგომარეობას, მოისმენს ცენტრის მოსაზრებებს და მოამზადებს რეკომენდაციებს ამ სფეროს განვითრების მიმართულებით.

ასევე, დაგეგმილია სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში ახალი ქვეჯგუფის პირველი შეხვედრის გამართვაც, რომელიც იმუშავებს სისხლის სამართალში მედიაციის ინსტიტუციური განვითარების საკითხებზე.

 მიჰაელ კოენინგსჰოფერი 30 წელია ავსტრიაში მედიაციის სფეროში მუშაობს; არის ერთ-ერთი დამფუძნებელი ავსტრიაში მედიაციის ცენტრის, მუშაობდა პრაქტიკოს მედიატორად. როგორც ცნობილია, საქართველოში არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯმენტს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ 2012 წლიდან ახორციელებს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics