|
2015-03-08 11:18:09, 1762 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი დაღუპულ სამხედროებზე: აუნაზღაურებელია ეს დანაკარგი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ–ჯერსიში ორი ქართველი სამხედროს დაღუპვასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს. „უკიდურესად შემძრა ნიუ-ჯერსიში ორი ქართველი სამხედრო კურსანტის სოსო მაკარიძის და ბესარიონ გორჯოლაძის დაღუპვის ამბავმა. ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადიოდნენ სამხედრო სასწავლო კურსს, რათა იქ მიღებული ცოდნა საკუთარი სამშობლოსათვის მოეხმარათ. აუნაზღაურებელია ეს დანაკარგი და უდიდესი ტკივილია ყველა ჩვენგანისთვის.ვიზიარებ გარდაცვლილების ოჯახების მწუხარებას, თანავუგრძნობ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მთელ საქართველოს“, – ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში. ცნობისთვის, რიგითი სოსო ალექსანდრეს ძე მაკარიძე და რიგითი ბესარიონ კახას ძე გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა. რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)