|
2016-08-09 15:59:46, 1990 ნახვა
მსოფლიო
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს, - ამის შესახებ „რია-ნოვოსტი" იუწყება. მედიის ინფორმაციით, შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერებმა ხელის ჩამორთმევით დაიწყეს. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ერდოღანის ვიზიტი მიუთითებს ორი ხალხის სურვილზე, აღადგინონ ორმხრივი ურთიერთობა. მისივე თქმით, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ერდოღანს სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაურეკა. პუტინის განმარტებით, რუსეთი ყოველთვის გამოდის „ყველანაირი არასაკონსტიტუციო ქმედებების“ წინააღმდეგ. ცნობისთვის, შეხვედრა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ერდოღანმა პუტინს წერილი გაუგზავნა. შეხვედრას ასევე, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვი და მევლუთ ჩავუშოღლუ ესწრებიან. შეგახსენებთ, რომ ეს ერდოღანისა და პუტინის პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც 2015 წლის ნოემბერში თურქულმა ავიაციამ რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო. წინა შეხვედრა 2015 წლის 16 ნოემბერს ანტალიაში სამიტის ფარგლებში შედგა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)