21:04 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 12:48:36, 2013 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის სასამართლომ ISIS-სთან კავშირის გამო, 16 წლის გოგონას ბრალი წაუყენა

საფრანგეთის სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში მყოფ 16 წლის გოგონას „ისლამური სახელმწიფოს“ დახმარებაში ბრალი წაუყენა, - ამის შესახებ France24 სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალებსი ინფორმაციით, მოზარდს ბრალად ტერორისტებთან შეთქმულება და ონლაინ კომუნიკაციის გამოყენებით ტერორისტული აქტების პროვოკაცია ედება.

France24 სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გოგონა კოდური ტექსტების გამოყენებით, ტეორისტებს წერილებით ეკონტაქტებოდა.

„მან „ისლამურ სახელმწიფოს“ წევრებს მიაწოდა უამრავი ინფორმაცია. ასევე დაშიფრული შტყობინებებით მათ თავდასხმებისკენ მოუწოდებდა“, - აცხადებს ანონიმური წყარო.

ამასთან, გოგონა აპლიკაცია Telegram-ში შექმნილი ჯგუფის ადმინისტრატორიც იყო. 

გოგონა წარსულში ნასამართლევი არ არის. ის ამჯამად დაკავებულია. მისი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ვერც ასაფეთქებელი მოწყობილობები და ვერც ცეცხლსასროლი იარაღი ვერ აღმოაჩინეს. მოზარდის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია გოგონას კუთვნილი მობილური ტელეფონი და კომპიუტერი.

ცნობისთვის, საფრანგეთში საგანგებო მდგომაროება კიდევ 6 თვის განმავლობაშ გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში ბოლო პერიოდში, რამდენიმე ტერაქტი მოხდა. ერთ-ერთ საკურორტო ქალაქ ნიცაში, რის შედეგადაც 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ათობით ბავშვი. 400 -მდე ადამიანი დაშავდა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics