02:27 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-05 10:18:50, 777 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიშვილი: პრეზიდენტის ბრაზილიაში შეხვედრების მიზანია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ქვეყნის პირველი პირის ვიზიტი ბრაზილიაში და მისი დასწრება ოლიმპიური თამაშების გახსნაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ოლიმპიური თამაშები ყოველთვის გამოხატავდა მნიშვნელოვან პრინციპს, მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარდაჭერას.

"საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების წარმატების მხარდამჭერი იქნება, ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილიაში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი გამართავს არაერთ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან. ბრაზილიაში გასამართი შეხვედრების ძირითადი მიზანია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცება და გაძლიერება. ამავდორულად გაეროში დევნილთა დაბრუნების შესახებ რეზოლუციაზე მეტი მხარდაჭერის მოპოვება,"- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics