02:27 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-05 09:20:31, 785 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: რიოში უკვე აღიმართა საქართველოს დროშა, რაც ყველა ქართველს გულს გვიხარებს

საქართველოს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად რიო-დე- ჟანეიროში ოლიმპიური სოფელი დაათვალიერა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს,  გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქართველსპორტსმენებს შეხვდნენ და მომავალ ასპარეზობაზე წარმატებები უსურვეს.

მათივე ინფორმაციით, თავის მხრივ, ქვეყნის პირველ პირს სპორტსმენებმა მხარდაჭერისთვის და ოლიმპიურ თამაშებზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა ქართველი გულშემატკივრების იმედები გაამართლონ.

"თქვენ ხედავთ, რომ რიოში უკვე აღიმართა საქართველოს დროშა, რაც ყველა ქართველს გულს გვიხარებს. ორმოცი სპორტსმენი ჩამოვიდა დღეს აქ და განწყობა მათში არის ძალიან შემართებითი.დარწმუნებული ვარ, რომ არა ერთხელ აიწევა აქ რიოში საქართველოს დროშა. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ქართველებს ვინც მუშაობენ რიოში, ესენი არიან სპორტსმენები,ექიმები, საორგანიზაციო ჯგუფი, ეს ხართ თქვენ ჟურნალისტები. მადლობა მინდა ვუთხრასაქართველოს მოქალაქეებს,  ვინც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეხედავს ჩვენს ოლიმპიელებს დამათთან ერთად იმღერებს საქართველოს ჰიმნს."- განაცხადა  პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი, ოლიმპიურ სოფელში, ფრანგ კოლეგას ფრანსუა ოლანდს შეხვდა. ლიდერებმა ფრანგ და ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებები უსურვეს.

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ოლიმპიელებთან შეხვედრის შემდეგ, ქართველ სპორტსმენებთან ერთად ოლიმპიურ სოფელში ისადილეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics