02:27 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-03 20:53:40, 778 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. 

მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს. შეხვედრაზე საქართელოსა და აზერბაიჯანს შორის უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების მნიშნვნელობაზე ისაუბრეს, ხაზი გაესვა  უსაფრთხოების სამსახურების ურთიერთთანამშრომლობის წვლილს ორი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში.

ვიზიტის ფარგლებში, სუს-ის უფროსმა გამართა შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის უფროს მადათ გულიევთან. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, რაც მნიშვნელოვანია რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. საუბარი შეეხო უწყებებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების საკითხებს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურებს შორის ურთიერთთანაშრომლობის მემორანდუმს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics