09:27 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 18:01:52, 694 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიატორებისათვის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიატორებისათვის, სასტუმრო კომპლექს „Lopota resort“-ში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანია „არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამაზე“ მომუშავე პროფესიონალთა თეორიული და პრაქტიკული კვალიფიკაციის ამაღლება, რომელსაც   ფსიქოლოგი, კონფლიქტოლოგი მედიაციის ექსპერტი, ჯანა ჯავახიშვილი უძღვება.

შეხვედრის ფარგლებში მედიატორებს საშუალება ჰქონდათ გამოცდილი ექსპერტისთვის დაესვათ კითხვები და ემსჯელათ პრაქტიკაში გამოვლენილ პრობლემებზე.

გარდა ამისა, კონკრეტული საქმის განხილვის შემდეგ, მედიატორები მათთვის აქტუალურ საკითხებზე  კომპეტენტურ რჩევებს და პასუხებს მიიღებენ.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის ჯონი კვინიკაძის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე მედიატორებმა შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება, კონკრეტული საქმეების განხილვისას იმსჯელეს  თუ რა სირთულეებს აწყდებიან საქმიანობის პროცესში და ექსპერტის რჩევების გათვალისწინებით დასახეს პრობლემების გადაჭრის გზები.

„საბოლოოდ, მედიატორები აიმაღლებენ  კვალიფიკაციას სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯიშოებისა და მათთვის მიწოდებული დამატებითი თეორიული მასალის საფუძველზე“, - აღნიშნა ჯონი კვინიკაძემ.

შეხვედრა დააფინანსა და სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრთან ერთად ორგანიზებას უწევს „პროექტი ჰარმონიის ფილიალი საქართველოში“.

ცნობისთვის, „არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა“ საქართველოში 2010 წელს ამოქმედდა. 2012 წლიდან კი პროგრამის მენეჯმენტს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახორციელებს.  ამ დროისთვის სულ განრიდებულია 767 არასრულწლოვანი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics