23:39 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-31 10:39:15, 713 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: არ შეიძლება ქართველებმა მხოლოდ პოლიტიკით ვიცხოვროთ და ვისუნთქოთ

 

 „არ შეიძლება ქართველებმა მხოლოდ პოლიტიკით ვიცხოვროთ და ვისუნთქოთ“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დუშეთის მოსახლეობასთან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზაქარია ქუცნაშვილის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2011 წლის შემოდგომაზე ივანიშვილმა ქართველ  ხალხთან ერთად გმირული ნაბიჯი გადადგა და მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა.

ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნული გარდატეხის შედეგია, რომ ქართველი კაცი დღეს თავისუფალია.

„ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარია. ჩვენ გვინდა დავამშვიდოთ საზოგადოება. არ შეიძლება ჩვენ, ქართველებმა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკით ვიცხოვროთ. არ შეიძლება, ვისუნთქოთ, ვიკვებოთ პოლიტიკით. არ შეიძლება ყოველდღე ტელევიზიით ვუყუროთ როგორ ილანძღებიან ადამიანები, როგორ აყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას. ეს ერთხელ და საბოლოოდ უნდა დამთავრდეს. ეს ფურცელი უნდა გადავფურცლოთ და დავიწყოთ ერთმანეთის პატივისცემაზე და სიყვარულზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა", - დასძინა  პრემიერმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics