15:58 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 18:08:50, 879 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა საკრებულოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურები წარადგინა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურები წარუდგინა.

ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ  სახელები და გვარები ოფიციალური წარდგენის შემდეგ გახდება ცნობილი.

„ექსპრესნიუსი“ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ირაკლი აბესაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა,  რომ მერის მაოდგილედ წარდგენილია თბილისის მერიის ადმინისტრაციის მოქმედი უფროსი გიგა ნიკოლეიშვილი, თავად ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე კი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ირაკლი ხუცურაულის კანდიდატურა. 

რაც შეეხება მეორე მოადგილეს, აბესაძის ცნობით, მეორე მოადგილედ იურიდიული სამსახურის უფროსი ნატო ქიტიაშვილია წარდგენილი. გარდა ამისა, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილია ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი უკლება. 

ცნობისთვის, არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტური რჩება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics