|
2016-07-29 14:30:25, 1228 ნახვა
სამართალი
ბესელია: საკონსტიტუციო სასამართლოს არ ვუყურებთ ისეთ სუსტ ორგანოდ, რომ შეძახილებით გავამხნევოთ
ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს არ ვუყურებთ ისეთ სუსტ ორგანოდ, რომ შეძახილებით გავამხნევოთ, - ასე შეაფასა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ დავით უსუფაშვილის განცხადება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლას შეეხებოდა. ბესელიას თქმით, დავით უსუფაშვილის შეფასება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეებთან მიმართებაში გადაჭარბებულია. „გასაძლები არაფერი ეტყობოდათ იმ მოსამართლეებს. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს არ ვუყურებთ ისეთ სუსტ ორგანოდ, რომ შეძახილებით გავამხნევოთ. მგონია, ახლა გადავიდა პროცესი ყველაზე სწორ და სამართლებრივ ეტაპზე, როდესაც საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ხდება", - განაცხადა ბესელიამ. შეგახსენებთ, რომ დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ზეწოლას არ დაემორჩილებიან. "რაც არ უნდა ზეწოლას ახორციელებდეს ვინმე, მარცხნიდან თუ მარჯვნიდან, დღევანდელი თუ წინა ხელისუფლებიდან, მაქვს მოლოდინი ამ ცხრა ადამიანისგან, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ დაემორჩილებიან ზეწოლას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)