19:35 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 13:36:19, 467 ნახვა

პოლიტიკა
ხათუნა გოგორიშვილი და ეკა ბესელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ისინი ერთმანეთს „თავხედსა“ და „მატყუარას“ უწოდებდნენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისში არ უნდა იყოს, რადგან ეს ბიუჯეტისთვის დამატებით ხარჯებს წარმოადგენს.

ბესელიას აღნიშნულ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა, ტყუილი უწოდა. მისი თქმით, ბესელია არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, რადგან ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობა პარლამენტის  ბალანსზე არ არის და შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტიდან აღნიშნულ შენობაზე ერთი თეთრიც არ იხარჯება.

აღნიშნული განცხადების შემდეგ ისინი ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics