|
2016-07-28 12:56:09, 1820 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის პროკურატურამ ეკლესიაზე თავდამსხმელი მეორე პირის ვინაობა დაადგინა
საფრანგეთის პროკურატურამ ნორმანდიის ეკლესიაზე თავდასხმაში მონაწილე მეორე პირის ვინაობა დაადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მედია საშუალება დე-ენ-ემის ანალიზზე დაყრდნობით იტყობინება, ის საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ვოგეზის რეგიონის მკვიდრი, 19 წლის აბდელ მალიქ პეტიჟანია. მედიის ინფორმაციით, პეტიჟანი რადიკალთა სიაში იყო. ეკლესიაზე თავდასხმამდე რამდენიმე დღის განმავლობაში მას პოლიცია ეძებდა. ცნობისთვის, აბდელ მალიქ პეტიჟანი და კიდევ ერთი თავდამსხმელი, 19 წლის ადელ ქარმიში სამართალდამცველევბმა მოკლეს. ქარმიში პრობაციონერი იყო. ის 2015 წელს დააკავეს, როდესაც ახალგაზრდა სირიაში ყალბი საბუთებით ჩასვლას ცდილობდა. ადელ ქარმიში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. ის ელექტრონულ სამაჯურს ატარებდა და პოლიციის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში “ისლამურმა სახელმწიფომ” ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ორივე თავდამსხმელი ჩანს. შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს დანებით შეიარაღებული ორი მამაკაცი ნორმანდიის ქალაქ სენ-ეტიენ-დიუ-რუვრეს ეკლესიაში შეიჭრნენ. მათ 5 მძევალი აიყვანეს. მალევე პოლიციამ განაცხადა, რომ ორივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. თავდასხმისას შეიარაღებულმა პირებმა 84 წლის მღვდელს ყელი გამოჭრეს და კიდევ ერთი მძევალი მძიმედ დაჭრეს.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)