09:28 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 10:42:32, 696 ნახვა

საზოგადოება
გრიგოლ გიორგაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სამინისტროს  თანამშრომლებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილემ სამინისტროში გამოცხადებული „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების“ საგრანტო პროგრამის შესახებ ისაუბრა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ამომწურავი იფნორმაცია მიაწოდა.

უწყების ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაინტერესება გამოხატეს აღნიშნული პროგრამის მიმართ. მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები უკვე გაიმართა  რუსთავში, მარნეულსა და  გორში, ასევე შეხვედრები დაგეგმილია ზუგდიდსა და  ახალციხეში.

ცნობისთვის, „დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა  გულისხმობს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის გრანტის გაცემას საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაფინანსების და მედიკამენტებით უზრუნველყოფის, პროფესიული სწავლებისა და ანაზღაურება დისტაჟირებების ხელშეწყობის და სოციალური პროექტების დაფინანსების მიზნით. საგრანტო პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ ხელი შეუწყოს სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესს და მეორე მხრივ, ამავე მიმართულებით, არასამთავრობო სექტორის განვითარებას და გაძლიერებას.

საგრანტო კონკურსსა და საგრანტო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mra.gov.ge“,-ნათქვამია ლტოლვილთა და განსახლების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics